სკოლის ბაზაზე სამუშაო შეხვედრები
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა N1
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ეკატერინე ჭაბუკაშვილი
შეხვედრის თარიღი: 12.11. 2022წ. 12.12. 2022წ
შეხვედრის დრო : 14:00 სთ
შეხვედრის / შეხვედრების თემა: კომპლექსური დავალებები სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის
აქტუალურობა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კომპლექსური დავალებების ბანკი შესაძლებლობას გვაძლევს მზა დავალება შევარჩიოთ და მოვახდინოთ მისი მოდიფიცირება მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
შეხვედრის მიზანი:
∙ მესამე თობის ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნების გაცნობა.
∙ კომპლექსური დავალებების ბანკის გაცნობა.
∙ არსებული კურიკულუმის განახლება, კომპლექსური დავალებების შერჩევა
∙ კომპლექსური დავალებების განხორციელების რეფლექსია
ურთიერთდასწრება ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის დამკვიდრება.
მისაღწევი შედეგი: მასწავლებლები შეარჩევენ, მოდიფიცირებას გაუკეთებენ და ჩაატარებენ კომპლექსურ დავალებებს.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 10
სამუშაო შეხვედრის გეგმა
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის --ნონა ----
რეფლექსია
შეხვედრების თარიღი: 12.11.2022წ. 12.12.2022წ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო :
მესამე თობის ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნების გაცნობა.
შეხვედრების მიზანი იყო :
კომპლექსური დავალებების ბანკის გაცნობა, სასკოლო კურიკულუმის განახლება, კომპლექსური დავალების შერჩევა, ,,კრიტიკული მეგობრის ‘’ ინსტიტუტის დამკვიდრება
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
· პირველი შეხვედრა შედგა 12 ნოემბერს.
დაწყებითი კათედრის წევრები შევხვდით და ვიმსჯელეთ კურიკულუმის შესახებ, დირექტორის მოადგილემ ისაუბრა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესახებ.
გასულ სასწავლო წელს შევადგინეთ სასკოლო კურიკულუმი, შევარჩიეთ და შეძლებისდაგვარად განვახორციელეთ რამოდენიმე კომპლექსური დავალება. ონლაინ სწავლების პირობებში სიახლეებიის დანერგვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ახალი სასწავლო წლიდან პირისპირ სწავლების პირობებში საჭირო გახდა შერჩეული დავალებების გადახედვა.
სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ კომპლექსური დავალებების ბანკი, მე და ჩემი პარალელური კლასის მასწავლებელმა თანამშრომლობით, ურთიერთშეთანხმებით შევარჩიეთ და დავგეგმეთ ჩაგვეტარებინა ორი კომპლექსური დავალება, პირველი დეკემბრის თვეში, მეორე თებერვალში. პარალელურ კლასებში შემსვლელი მასწავლებლები შევთანხმდით ურთიერთ დასწრებაზე.
· მეორე შეხვედრა შედგა 12 დეკემბერს. გავეცანით სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორის მიერ მეორე კლასში ჩატარებულ კომპლექსურ დავალებას ,,წითელქუდა“, მოვისმინეთ მისი რეფლექსია, განვიხილეთ წარმოშობილი სირთულეები (ვირუსის გამო მოსწავლეთა გაცდენები და ა. შ. ). ვიმსჯელეთ ჩემს მიერ განხორციელებულ კომპლექსური დავალების ნაბიჯებსა და ეტაპებზე, დავგეგმეთ ჩემს გაკვეთილზე კოლეგის დასწრება.
· რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა / თემები?
ვფიქრობ თემა ძალიან აქტუალურია, ჩვენი მთავარი მიზანი სწავლა-სწავლების პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვაა, კომპლექსური დავალებები ჩვენთვისაც სიახლეა, კოლეგებთან თანამშრომლობით ამ გამოწვევებთან გამკლავება უფრო ადვილია
· რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
გავეცანი სხვადასხვა საგნის კომპლექსურ დავალებებს, math.ge მათემატიკის გაკვეთილების საინტერესოდ წარმართვის შესაძლებლობას გვაძლევს.
· შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ვფიქრობ, შეხვედრები იყო საინტერესო. შექმნილი იყო თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანობას.
შეხვედრების შემდეგ გადავწყვიტე, აუცილებლად დავესწრო ყველა შეხვედრას.
· როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ---ლია ი---
რეფლექსია
შეხვედრების თარიღი: 12.11.2022წ. 12.11.2022წ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო :
მესამე თობის ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნების გაცნობა.
შეხვედრების მიზანი იყო :
კომპლექსური დავალებების ბანკის გაცნობა, სასკოლო კურიკულუმის განახლება, კომპლექსური დავალების შერჩევა, ,,კრიტიკული მეგობრის ‘’ ინსტიტუტის დამკვიდრება
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
· პირველი შეხვედრა შედგა 12 ნოემბერს.შეხვედრაზე დირექტორის მოადგილემ გაგვაცნო მესამე თაობის ეროვნული სასწ. გეგმის მოთხოვნები. განვიხილეთ სასკოლო კურიკულუმი, მე და ჩემი კოლეგა პირველი კლასის მასწავლებელი შევთანხმდით კურიკულუმში ცვლილებების შესახებ. პირველ კლასთან მუშაობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს,მიუხედავად ამისა დავგეგმეთ კომპლექსური დავალების ჩატარება მარტის თვეში.
· მეორე შეხვედრა შედგა 12 დეკემბერს. გავეცანით სამუშაო კოლეგის მეორე კლასში ჩატარებულ კომპლექსურ დავალებას ,,წითელქუდა“, მოვისმინეთ მისი რეფლექსია, განვიხილეთ წარმოშობილი სირთულეები (ვირუსის გამო მოსწავლეთა გაცდენები და ა. შ. )
· რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა / თემები?
ვთვლი, რომ კომპლექსური დავალება მნიშვნელოვანი სიახლეა, ჩემთვის ბევრის მომცემი იყო კოლეგების გამოცდილების გაზიარება
· რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
math.ge ვებ გვერდის გაცნობა ჩემთვის სიახლე იყო, ვფიქრობ აუცილებლად გამოვიყენებ იქ განთავსებულ რესურსებს,
· შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ვფიქრობ, შეხვედრები იყო საინტერესო. შექმნილი იყო თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანობას. მსგავსი შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ვიცი, თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით დაზუსტება დამჭირდება, კოლეგები საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარებიან
· როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
აუცილებლად გამოვიყენებ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას კოლეგების გამოცდილებას.მსგავსი შეხვედრები მეხმარება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა გავაუმჯობესო.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა N2
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: თ. ჯანგირაშვილი, ე ჭაბუკაშვილი.
შეხვედრის თარიღი: 25.01.2023წ.
შეხვედრის დრო: 14:00 სთ
შეხვედრის / შეხვედრების თემა: USAID საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგების შემდგომი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
შეხვედრის მიზანი:
ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გაზიარება კოლეგებისათვის.
კომპლექსური დავალებების განხორციელებისას წარმოქმნილი გამოწვევების და უპირატესობების ანალიზი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 9
შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა -
შეხვედრა ჩატარდა ონლაინ, თიმსის პლათფორმის გამოყენებით, განხილული იყო USAID საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგზე მოსმენილი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა კოლეგებისათვის, კერძოდ, კომპლექსური დავალების დაგეგმვასა და ჩარტარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების გზების დადგენა ერთობლივად, თანამშრომლობით. თ. ჯანგირაშვილმა ისაუბრა მის მიერ განხორციელებული კომპლექსური დავალების შესახებ, გამოკვეთა დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეთა გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესების ტენდენცია.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ---თინა ჯველაური------
რეფლექსია
შეხვედრების თარიღი: 25.01 2023.
შეხვედრის მთავარი თემა იყო USAID საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაციის გამხილვა
შეხვედრების მიზანი იყო: მასწავლებელთ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის უნარების გაუმჯობესება
·
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
კომპლექსური დავალებებზე მუშაობის მიმდინარეობის განხილვა, ჩატარებული დავალებების რეფლექსია, გამოკვეთილი პრობლემების განხილვა.
· რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა
კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას შექმნილი გამოწვევების იდენტიფიცირება და მათთან გამკლავების გზების ერთობლივად ძიება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ყოველთვის ვესწრები სამუშაო შეხვედრებს. კოლეგების გამოცდილების გაზიარება , მათი გამოცდილება მეხმარება ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
· რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
კომპლექსური დავალების ჩტარების შემდეგ სოლო ტაქსონომიის გამოყენებით განმავითარებელი შეფასების მიცემა, ცნებებზე და მკვიდრ წარმოდგენებზე დაყრდნობით.
· შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
სამუშაო შეხვედრა დამეხმარა უკეთ გამეაზრებინა კომპლექსური დავალების ეტაპები, განმავითარებელი შეფასება
· როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
შეხვედრაზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს გაკვეთილებზე, ვატარებ კომპლექსურ დავალებას და განმავითარებელი შეფასების დაწერა გამიადვილდება.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ----მარინა ცისკარაული-----
რეფლექსია
შეხვედრების თარიღი: 25.01 2023.
შეხვედრის მთავარი თემა იყო USAID საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაციის განხილვა
შეხვედრების მიზანი იყო: მასწავლებელთ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის უნარების გაუმჯობესება
·
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
კომპლექსური დავალებებზე მუშაობის მიმდინარეობის განხილვა, ჩატარებული დავალებების რეფლექსია, გამოკვეთილი პრობლემების განხილვა.
· რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა
მე და ჩემი პარალელური კლასის მათემატიკის მასწავლებელმა ერთობლივად დავგეგმეთ და განვახორციელეთ კომპლექსური დავალება, ეტაპების განხორციელებისას შეგვექმნა პრობლემები , (ვირუსის გამო გაცდენები, ინფორმაციის მოძიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობა, მოძიებული ინფორმაციის სიზუსტის პრობლემა და ა. შ) ამ საკითხების განხილვა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
· რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
სამუშაო შეხვედრებზე ვიღებ ინფორმაციას კოლეგებისაგან, მათთან თანამშრომლობით ვაუმჯობესებ ჩემს პრაქტიკას.
· შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
სამუშაო შეხვედრა დამეხმარა უკეთ გამეაზრებინა კომპლექსური დავალების ეტაპები, განმავითარებელი შეფასება
· როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
სამუშაო შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას ყოველთვის ვითვალისწინებ ჩემი გაკვეთილების დაგეგმვისას. ადრე ნებისმიერი აქტივობა შემქონდა გაკვეთილზე და ვამუშავებდი, ახლა კომპლექსური დავალება ისეა დაგეგმილი, რომ თითოეული აქტივობა დაგვეკავშირებინა სამიზნე ცნებასთან, ასეთი გააზრებული მიდგომები, რა თქმა უნდა, მეტ შედეგს იძლევა ბავშვებთან. მასწავლებლებს ყოველი გაკვეთილი ერთობლივად გვაქვს დაგეგმილი.
სამუშაო შეხვედრა N3
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ე ჭაბუკაშვილი.
შეხვედრის თარიღი: 21/02 -28/02 - 6/02
შეხვედრის დრო: 14:00 სთ
შეხვედრის / შეხვედრების თემა: გაკვეთილისათვის საინტერესო რესურსების მომზადება, საჭირო ვებ გვერდების გაცნობა, მაგალითების განხილვა.
შეხვედრის მიზანი:
ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გაზიარება კოლეგებისათვის.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია სახალისო აქტივობების შეთავაზება, საჭირო რესურსების მომზადება -მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო ვებ-გვერდების დახმარებით, kargiskola.ge გვთავაზობს დიაგნოსტიკური ტესტების მრავალფეროვან არჩევანს.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 10
შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა -
პირველი შეხვედრა ჩატარდა 21 თებერვალს .მოხდა USAID საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგზე მოსმენილი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა კოლეგებისათვის, კერძოდ, სასარგებლო რესურსები რომლებიც საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლების პროცესს.
1. დანიური პაზლი - https://www.youtube.com/watch?v=j2iA04SLud0&t=5s
2. ვისია ბარათი? - https://www.youtube.com/watch?v=7ZPqGOOrPFQ
3. ანბანური სიტყვების კედელი - https://www.youtube.com/watch?v=EQz7Zc22F9A&t=2s
4. ტექსტის რუკა - https://www.youtube.com/watch?v=S9SByhb2Q_E&list=PLHz1R9entLOYWvp9Gu5xpTDk38S9eyW-j&index=12
5. თემატური პოსტერი ,,ექსკურსია“ - https://drive.google.com/file/d/1LgE5Yf1A1bjHc7ypkFY9LBae4KHet9-i/view
6. წერილების დაწერა - https://drive.google.com/file/d/1i1ZSPhbFVZgQnZhv38u4toEWxMZkvwVG/view
7.დღიურის დაწერა - https://drive.google.com/file/d/1HwYzDWcGesjPhFp0ugYJ6KgJrpkOCHG-/view
8.ჰაიკუს შექმნა - https://drive.google.com/file/d/1QuAwBVXvZ3NZaOgKFDKTTtK2ckYnxsWu/view
პედაგოგები kargiskola.ge ვებ გვერდზე დარეგისტრირდნენ , დიაგნოსტიკური ტესტების ამობეჭდვის შესაძლებლობა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.
მეორე შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართა, პარალელურ კლასებში შემსვლელმა მასწავლებლებმა ერთობლივად შეარჩიეს რამდენიმე სადიაგნოსტიკო ტესტი და მოამზადეს ამოსაბეჭდად, ასევე შეაარჩიეს შემოთავაზებული აქტივობებიდან საჭირო აქტივობა.
მესამე შეხვედრა გაიმართა 6 მარტს. მასწავლებლებმა შეაჯამეს დიაგნოსტიკური ტესტების შედეგები, მოახდინეს გამოყენებული აქტივობების რეფლექსია.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ----მ. ზ.-----
რეფლექსია
შეხვედრების თარიღი: 21/02 , 28/02 და 6/03.
შეხვედრის მთავარი თემა იყო გაკვეთილისათვის საინტერესო რესურსების მომზადება, საჭირო ვებ გვერდების გაცნობა, მაგალითების განხილვა.
შეხვედრების მიზანი იყო:
ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გაზიარება კოლეგებისათვის.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია სახალისო აქტივობების შეთავაზება,
·
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის აუცილებელია მრავალფეროვანი რესურსების, მეთოდების გამოყენება. გავეცანით მეთოდურ ვიდეო ჩანაწერებს, რამოდენიმე მეთოდი უკვე ვიცოდი, თუმცა ზოგიერთი ჩემთვის სიახლე იყო.
რესურსების მომზადება -მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო ვებ-გვერდების დახმარებით, kargiskola.ge გვთავაზობს დიაგნოსტიკური ტესტების მრავალფეროვან არჩევანს. შეხვედრაზე მოვსინჯეთ და ძალიან მომეწონა შემოთავაზებული ტესტების არჩევანი.
· რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა
შეხვედრაზე განხილული მეთოდები ძალიან საინტერესო იყო, სადიაგნოსტიკო ტესტები აქტუალურია ჩემთვის,
· რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
Kargiskola.ge ვებგვერდზე სადიაგნოსტიკო ტესტები სამიზნე ცნებების და მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით დალაგებული - ჩემთვის სიახლე იყო.
· შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
სამუშაო შეხვედრებს ყოველთვის ვესწრები, რადგან კოლეგებს შორის საკითხის განხილვები მეხმარება გავაუმჯობესო ჩემი გაკვეთილები.
· როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ჩემი გაკვეთილების დაგეგმვისას აუცილებლად გამოვიყენებ მეთოდებს და სტრატეგიებს რომლებსაც ვიდეო ჩანაწერების საშუალებით გავეცანით, ასევე გამოვიყენებ დიაგნოსტიკურ ტესტებს.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ---ნ. ხ.------
რეფლექსია
შეხვედრების თარიღი: 21/02, 28/02 და 6/03.
შეხვედრის მთავარი თემა იყო გაკვეთილისათვის საინტერესო რესურსების მომზადება, საჭირო ვებ გვერდების გაცნობა, მაგალითების განხილვა.
შეხვედრების მიზანი იყო:
ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გაზიარება კოლეგებისათვის.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია სახალისო აქტივობების შეთავაზება,
·
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
სამუშაო შეხვედრაზე მოვისმინეთ ვიდეო ჩანაწერები სასწავლო მეთოდების
დავრეგისტრირდი kargiskola.ge ვებ გვერდზე მოვიძიე ჩემი კლასისათვის საჭირო დიაგნოსტიკური ტესტი. და ძალიან მომეწონა შემოთავაზებული ტესტების არჩევანი.
· რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა
შეხვედრაზე განხილული მეთოდები ძალიან საინტერესო იყო, სადიაგნოსტიკო ტესტები აქტუალურია, რადგან აუცილებელია მოსწავლეთ ცოდნის და უნერების შეფასება
· რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
Kargiskola.ge ვებგვერდზე სადიაგნოსტიკო ტესტები სამიზნე ცნებების და მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით.
· შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
საინტერესო აქტივობებს გავეცანი, დავრეგისტრირდი და ყოველთვის გამოვიყენებ kargiskola.geსადიაგნოსტიკოებს.
· როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ჩემი გაკვეთილების დაგეგმვისას აუცილებლად გამოვიყენებ მეთოდებს და სტრატეგიებს რომლებსაც ვიდეო ჩანაწერების საშუალებით გავეცანით, ასევე გამოვიყენებ დიაგნოსტიკურ ტესტებს მოსწავლეთა პროგრესის დასადგენად.
სამუშაო შეხვედრა N4
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ე ჭაბუკაშვილი.
შეხვედრის თარიღი: 21 მარტი 2023 28 მარტი
შეხვედრის დრო: 14:00 სთ
შეხვედრის / შეხვედრების თემა: მეთოდები და აქტივობები მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსათვის
შეხვედრის მიზანი:
USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერ-მასწავლებელთა ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაციის გაზიარება კოლეგებისთვის
პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნა
მეთოდები და აქტივობები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის
კომპლექსური დავალებების განხორციელებისას წარმოქმნილი გამოწვევების და უპირატესობების ანალიზი, ურთიერთდასწრების დაგეგმვა.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 8
შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა -
პირველი შეხვედრა ჩატარდა 21/03
შეხვედრაზე განხილული იყო USAID საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგზე მოსმენილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კერძოდ, მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი აქტივობები. რეკომენდაციები თუ როგორ იქმნება პოზიტიური სასწავლო გარემო.
ამასთანავე განხილულ იქნა ერთობლივად დაგეგმილ კომპლექსური დავალებების მიმდინარეობის საკითხი.
დაიგეგმა ურთიერთდასწრება, ,,კრიტიკული მეგობრის’’ ინსტიტუტის დამკვიდრება.
მეორე შეხვედრა ჩატარდა 28/03
შეხვედრაზე მოხდა პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნის ხერხების გამოყენების განხილვა, მიმდინარე კომპლექსური დავალებების შესახებ კოლეგების რეფლექსიის განხილვა, ურთიერთდასწრების შედეგების გაზიარება.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ----ლ. ი-ს-----
რეფლექსია
შეხვედრების თარიღი: 21/03 28/03
შეხვედრის მთავარი თემა იყო მეთოდები და აქტივობები მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსათვის
შეხვედრების მიზანი იყო:
USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერ-მასწავლებელთა ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაციის გაზიარება კოლეგებისთვის
პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნა
მეთოდები და აქტივობები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის
კომპლექსური დავალებების განხორციელებისას წარმოქმნილი გამოწვევების და უპირატესობების ანალიზი
ურთიერთდასწრების დაგეგმვა
·
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
პირველ შეხვედრებზე გავეცანით ტრენინგზე მოსმენილ მასალებს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის გზების შესახებ, ასევე საინტერესო რჩევები იყო მოცემული სიტუაციური ამოცანების განხილვისას. განვიხილეთ ურთიერთდასწრების დადებითი მხარეები და შევათანხმეთ პარალელურ კლასებში შემსვლელი მასწავლებლები დავესწროთ და დავაკვირდეთ ფოკუსირებულად გაკვეთილის რომელიმე ეტაპს. ჩემს ჩატარებულ კომპლექსური დავალებების შემაჯამებელ გაკვეთილს ესწრებოდნენ ჩემი კოლეგები. მათი უკუკავშირი დამეხმარა გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების უკეთ გაანალიზებაში.
მეორე შეხვედრაზე კოლეგებმა მოვახდინეთს ურთიერთდასწრების შედეგების ანალიზი, შევეცადეთ ერთმანეთის აზრი გაგვეთვალისწინებინა, ვყოფილიყავით ობიექტური, მიგვეცა კონკრეტული განმავითარებელი უკუკავშირი.
· რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა
სამუშაო შეხვედრების თემა ეხმიანება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას, გვეხმარება სიახლეების დანერგვაში. ურთიერთდასწრება აუმჯობესებს გაკვეთილის ხარისხს, გვეხმარება საკუთარი სუსტი მხარეების აღმოჩენასა და გაუმჯობესებაში.
· რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეზე ორიენტირებული პოზიტიუური საკლასო გარემოსათვის საჭირო რეკომენდაციების განხილვა, ურთიერთდასწრების დამკვიდრება და განმავითარებელი უკუკავშირი
· შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
შეხვედრაზე განხილული საკითხები დამეხმარა უკეთ დამეგეგმა საკლასო ოთახი, კოლეგის გაკვეთილზე დასწრება დამეხმარა გამეაზრებინა და დამენახა გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები.
· როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ჩემი საკლასო ოთხის მაგიდის და სკამების განლაგება შევცვალე, მოვაწყე ჯგუფური მუშაობისათვის ხელსაყრელი საკლასო გარემო. ვცდილობ ყოველთვის გამოვიყენი ის აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ----დ. ნ -----
რეფლექსია
შეხვედრების თარიღი: 21/03 28/03
შეხვედრის მთავარი თემა იყო მეთოდები და აქტივობები მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსათვის
შეხვედრების მიზანი იყო:
USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერ-მასწავლებელთა ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაციის გაზიარება კოლეგებისთვის
პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნა
მეთოდები და აქტივობები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის
კომპლექსური დავალებების განხორციელებისას წარმოქმნილი გამოწვევების და უპირატესობების ანალიზი
ურთიერთდასწრების დაგეგმვა/შედეგების ანალიზი
·
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
პირველ შეხვედრებზე სიტუაციურ ამოცანებს, საინტერესო იყო მათი განხილვა, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის გზების შესახებ ვისაუბრეთ, ასევე განვიხილეთ ურთიერთდასწრების დადებითი მხარეები და შევათანხმეთ პარალელურ კლასებში შემსვლელი მასწავლებლები დავესწროთ ერთმანეთის გაკვეთილებს.
მეორე შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთდასწრების შედეგები, მე დავესწარი პირველ კლასები ჩატარებულ კომპლექსური დავალების შემაჯამებელ გაკვეთილს. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. პირველკლასელებმა მშვენივრად გაართვეს თავი დავალებას, გააკეთეს პრეზენტაციები, ყველა მოსწავლე ჩართული იყო გაკვეთილის მსვლელობაში.
შეხვედრაზე მასწავლებლებს მივეცით განმავითარებელი უკუკავშირი.
· რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა
სამუშაო შეხვედრების თემა ეხმიანება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას, გვეხმარება სიახლეების დანერგვაში. ურთიერთდასწრება აუმჯობესებს გაკვეთილის ხარისხს, გვეხმარება საკუთარი სუსტი მხარეების აღმოჩენასა და გაუმჯობესებაში.
· რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეზე ორიენტირებული პოზიტიური საკლასო გარემოსათვის საჭირო რეკომენდაციების განხილვა, ურთიერთდასწრების დამკვიდრება და განმავითარებელი უკუკავშირი
· შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
შეხვედრაზე განხილული საკითხები დამეხმარა უკეთ დამეგეგმა საკლასო ოთახი, კოლეგის გაკვეთილზე დასწრება დამეხმარა გამეაზრებინა და დამენახა გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები.
· როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ჩემი საკლასო ოთხის მაგიდის და სკამების განლაგება შევცვალე, მოვაწყე ჯგუფური მუშაობისათვის ხელსაყრელი საკლასო გარემო. ვცდილობ ყოველთვის გამოვიყენი ის აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.
სამუშაო შეხვედრა N5
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ეკატერინე ჭაბუკაშვილი
შეხვედრის თარიღი: 12.04. 2023წ. 20 .04. 2023წ
შეხვედრის დრო : 14:00 სთ
შეხვედრის / შეხვედრების თემა: განხორციელებული სამუშაო შეხვედრების შეჯამება, მოსწავლეთა შედეგების ანალიზი
აქტუალურობა: სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის მაჩვენებელი მოსწავლეთა შედეგებია. მოსწავლეთა შედეგების ანალიზით დგინდება როგორ მოხდა შესასწავლი თემის ათვისება.
შეხვედრის მიზანი:
∙ მოსწავლეთა შედეგების ანალიზისათვის ეფექტური სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენება
∙ კომპლექსური დავალებების მიმდინარეობის განხილვა
∙ ურთიერთდასწრება ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის დამკვიდრება.
მისაღწევი შედეგი: მასწავლებლები შეარჩევენ, მოდიფიცირებას გაუკეთებენ და გამოიყენებენ სადიაგნოსტიკო და შემაჯამებელ ტესტებს.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 14
სამუშაო შეხვედრის გეგმა
შეხვედრაში მონაწილე პედაგოგის -------. ფ ს--------
რეფლექსია
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
ჩვენი შეხვედრების ორგანიზატორი იყო მათემატიკის მასწავლებელი ე. ჭაბუკაშვილი.
შეხვედრის თემა: განხორციელებული სამუშაო შეხვედრების ანალიზი, მოსწავლეთა შედეგების ანალიზი.
კონკრეტულად I შეხვედრაზე 12/04/2023წ ვისაუბრეთ განხორციელებულ სამუშაო შეხვედრებზე განხილულ საკითხებზე, მეთოდებზე და აქტივობებზე რომლებიც მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის. მოსწავლება უნარების განვითარების ხელშეწყობისათვის. დავგეგმეთ მოსწავლეთ შედეგებზე დაკვირვება.
II შეხვედრაზე 20/04 2023წ-
ვისაუბრეთ სამუშაო შეხვედრების შეფასების ინდიკატორებზე, წარვადგინეთ ჩვენი განხორციელებული აქტივობები და მეგობრებისათვის მიცემული უკუკავშირი.
გავაზიარეთ მოსწავლეთა შედეგების ანალიზი. შეხვედრას ესწრებოდა დირექტორის მოადგილე, მან ისაუბრა ურთიერთდასწრების დადებით მხარეებზე, შევთანხმდით რომ დასწრებები გაგრძელდება.
რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა / თემები?
აქტუალური იყო რადგან კარგად დაგეგმილი გაკვეთილი აუმჯობესებს სწავლების ხარისხს, ასევე მოტივაციას, სწავლისადმი ინტერესს, შემოქმედებითობას და რაც მთავარია საკუთარი თავის რწმენას. შერჩეული საკითხები იყო ძალიან საინტერესო, რამაც სურვილი გამიჩინა ჩემ პატარებთან დავგეგმო და განვახორციელო სხვადასხვა აქტივობები.
რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებზე საუბარი ძალიან საინტერესო იყონ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე მუშაობა. იდეების გაზიარება, თითქოს ახალი არ იყო, მაგრამ საინტერესო და ყურადსაღები იყო .
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
გამოცდილებიდან ვიცი რომ მოსწავლეთა მოტივაცია დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ ამ შეხვედრებზე მონაწილეობამ ჩემ გამოცდილებას შეჰმატა ისეთი უნარ-ჩვევები რაც დამეხმარება ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებაში
ვარ უფრო თვითდაჯერებული და მოტივირებული. მაქვს სხვადასხვა იდეები და კოლეგებთან თანამშრომლობით, აზრთა გაზიარების შედეგად ვფიქრობ წარმატებით განვახორციელებ.
როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა ჩვენმა შეხვედრებმა გარდა იმისა რომ ერთმანეთთან ძალიან კოლეგიალური და თანამშრომლობითი ურთიერთობა გვქონდა გავეცანით ბევრ ისეთ დეტალს რაც საჭიროა თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვისას. მიღებული გამოცდილებით , კოლეგებთან მიღებული რჩევებითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით დავგეგმე გაკვეთილები, იმედია ისინი იქნება ჩემი პატარებისთვის ხალისიანი, ინფორმაციული და მოტივაციის მიმცემი . გავითვალისწინე ასაკი, მოსწავლეთა ინტერესი, შესაძლებლობები, თავისებურებები. ვფიქრობ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა დამეხმარება უკეთ წარვმართო ჩემი მოსწავლეებთან ურთიერთბა. მათ შედეგებზე დაკვირვება მიჩვენებს რომ გვაქვს გაუმჯობესების დინამიკა.
ხარისხის მართვის ჯგუფის წევრის, დირექტორის მოადგილის--- ჟ. ხ.
უკუკავშირი
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
ამ შეხვედრების ორგანიზატორი იყო მათემატიკის მასწავლებელი ე. ჭაბუკაშვილი.
შეხვედრის თემა: სკოლაში განხორციელებული სამუშაო შეხვედრების ანალიზი, მოსწავლეთა შედეგების ანალიზი.
კონკრეტულად I შეხვედრაზე 12/04/2023წ ისაუბრეს განხორციელებულ სამუშაო შეხვედრებზე განხილულ საკითხებზე, მეთოდებზე და აქტივობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სწავლა- სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელშეწყობისათვის. შეხვედრაზე დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლებმა დაგეგმეს მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვება.
II შეხვედრაზე 20/04 2023წ-
ისაუბრეს სამუშაო შეხვედრების შეფასების ინდიკატორებზე, მასწავლებლებმა წარმოადგინეს განხორციელებული აქტივობები და მეგობრებისათვის მიცემული უკუკავშირი.
გააზიარეს მოსწავლეთა შედეგების ანალიზი. შეხვედრაზე ვისაუბრე ურთიერთდასწრების დადებით მხარეებზე, აქედან გამომდინარე დასწრებები გაგრძელდება.
რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა / თემები?
სამუშაო შეხვედრები და თანამშრომლობითი გარემო ხელს უწყობს სკოლის კულტურის განვითარებას, გაკვეთილებზე დასწრებამ მიჩვენა რომ კარგად დაგეგმილი გაკვეთილი აუმჯობესებს სწავლების ხარისხს, ასევე მოტივაციას, სწავლისადმი ინტერესს, შემოქმედებითობას . სამუშაო შეხვედრების თემატიკა იყო ძალიან საინტერესო.
რა იყო ამ შეხვედრებში მნიშვნელოვანი და ახალი?
ხარისხის მართვის ჯგუფის მოვალეობაა დაესწროს გაკვეთილებს, მისცეს განმავითარებელი უკუკავშირი, დაინახოს სკოლის და მასწავლებლების საჭიროება.
ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა ქალაქ ახმეტის N 2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ეკატერინე ჭაბუკაშვილის კვლევის ინტერვენციებმა, სამუშაო შეხვედრებმა. გარდა იმისა რომ ერთმანეთთან კოლეგიალური და თანამშრომლობითი ურიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა, ასევე ერთობლივად განხორციელდა სიახლეების დანერგვა, განმტკიცება. კვლევის ავტორმა კოლეგებს გააცნო ბევრი ისეთი დეტალი, რაც საჭიროა თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვისათვის. მიღებული გამოცდილებით, კოლეგებთან მიღებული რჩევებითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით . აღნიშნული კვლევის შედეგად გვაქვს გაუმჯობესების დინამიკა. სწორად დასახულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო გამოწვევების დაძლევას.
დანართი 5 : დამხმარე მეთოდური ლიტერატურა
ბროშურა: ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა სწავლების მიზნები
ბროშურა 2: კომპლექსური დავალება
ბროშურა 3 : მათემატიკის დაწყებითი საფეხურის სტანდარტი
ბროშურა 4: 21-ე საუკუნის უნარები
ბროშურა 5: სოლო ტაქსონომიის დონეები
No comments:
Post a Comment